საქართველოს ნაკრები იაპონიაშია და მსოფლიო თასისთვის ემზადება. ტურნირი 20 სექტემბერს იწყება, ჩვენებს კი პირველი თამაში 23-ში უწევთ უელსთან. ასე რომ, დრო ჯერ არის და ვარჯიშის გარდა ჯერ კიდევ შეიძლება სხვა რაღაცის კეთებაც.
შესაბამისად, ჩვენი ბორჯღალოსნები სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ.
გუნდი 6 ჯგუფად გაიყო და ტოკუშიმას პრეფექტურის ექვს სხვადასხვა სკოლას ეწვია, რომელთაგან ერთი სპეციალიზირებული იყო.
ქართველ მორაგბეებს იაპონელი ბავშვები საქართველოს სახელმწიფო და ბორჯღალის გამოსახულებიანი დროშებით, ასევე ქართული ბანერებით დახვდნენ.
სკოლების პედაგოგებსა და აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები ჰქონდათ დაგეგმილი. ბორჯღალოსნებმა მათ რაგბის მასტერკლასი ჩაუტარეს, საპასუხოდ კი იაპონურ კულტურას გაეცნენ.