სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა.
ნათია იორდანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე ტერიტორიების შესწავლა არ დაიწყება, დაზუსტებული მონაცემების თქმა ძალიან რთულია.
„დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ეს 50-60 ჰექტარიც იყოს“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს თავად ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.