LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში მსუბუქი ავტომანქანა მტკვარში გადავარდა – შემთხვევას მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა

367
Untitled design

ბორჯომში, დღეს მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა.

ტელეკომპანია “ბორჯომის” ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათისთვის “მწვანე მონასტრის” მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა.

მომხდარის შედეგად, დაიღუპა 17 წლის ბიჭი, სამი ახალგაზრდა კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ისინი “ბოლო ზარს” აღნიშნავდნენ.

Sknews.ge-ს ცნობით, დაშავებულები ბორჯომის “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს:

“შემთხვევის ადგილზე ხევში გადაჩეხილი მანქანა დაგვხვდა. სამი დაშავებული ბორჯომის “ჯეო ჰოსპიტალში” არის გადაყვანილი. ერთი პირი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა” – განუცხადეს მედიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

შეგახსენებთ, დღეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ბოლო ზარს აღნიშნავენ.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო სლაიდზე: სამხრეთის კარიბჭე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები