ავიაკომპანია United Airlines-ის ბორტგამცილებელმა გადაწყვიტა უჩივლოს ავიამშენებელ Airbus-ს და მოსთხოვოს 30 მილიონი დოლარი ზარალის ასანაზღაურებლად. გამოცემა Paddley your own kanoo-ს ინფორმაციით, ზიანი ქალს თვითმფრინავში არსებულმა ბინძურმა ჰაერმა მიაყენა.
როგორ ზუსტდება, რომ ბორტგამცილებელი დარლინ ფრიკიონე უკვე 2 წელია მკურნალობს. საქმე ისაა, რომ დენვერის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის დროს მან ყელის სერიოზული დამწვრობა მიიღო.
ფრიკიონეს თქმით, პილოტმა დამატებითი ენერგო აგრეგატი (APU) ჩართო – სისტემა, რომელიც თვითმფრინავს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ძრავების გათიშვის დროს, რათა კონდიცირების სისტემა არ გამოირთოს. თუმცა, ამის გამო თვითმფრინავში ძრავიდან დაბინძურებული, ცხელი ჰაერი მოხვდა.
დარლინთან ერთად დაზიანდა კიდევ ერთი ბორტგამცილებელიც. ორივე მათგანი ყელის ტკივილისა და წნევის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბორტგამცილებელი ხაზს უსვამს, რომ ეს პრობლემა Airbus-ის სისტემაში უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა კომპანიას მის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. სწორედ ამიტომ ითხოვს ის მილიონობით დოლარის კომპენსაციას.