LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოტკოველი საპარლამენტო უმრავლესობას: გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე – გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? როგორ ეუბნებოდნენ ხალხს – „ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“

48
გიორგი ბოტკოველი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრაგედიაზე თავად მმართველი გუნდი ნადირობდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს. ამ კონტექსტში ბოტკოველმა “ქართულ ოცნებას” ბარბარე რაფალიანცის საქმე გაახსენა.

ვოლსკი: ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია.. 26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა

„ბევრს შეიძლება არ გახსოვთ, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები არ იყავით და ბევრი თქვენგანი შეიძლება ხუთიანს ხაზავდით, მაგრამ შეგახსენებთ, როგორ იდგნენ თითოეულ საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და როგორ ეუბნებოდნენ ხალხს – „ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“.

ზარქუა ოპოზიციას: კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ პოლიტიკურად დაგამთავრათ

ეს იყო თქვენი ქმედებები მაშინ და რა ხდება დღეს ბარბარე რაფალიანცის საქმეზე – გამოძიებული არის? 10 წელია, რაც ხელისუფლებაში ხართ, გამოძიებამ შედეგი დადო? კი, ჩვენ თქვენგან განსხვავებით დავდივართ გარდაცვლილ ადამიანებთან და მივალთ ზეგ ედიშერ კვარაცხელიას სამძიმარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს უკრაინიდან.

მან თავი გაწირა საქართველოსთვის და თქვენ რას აკეთებთ ამ პერიოდის განმავლობაში? რას აკეთებს ხელისუფლება და სახელმწიფო? აკეთებს იმას, რომ ჩვენი აქ შემოტანილი ინიციატივა, რომ თითოეული ეს ადამიანი გათანაბრებული ყოფილიყო გმირებთან, რომელთაც თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობას და სამშვიდობო მისიას და იგივე მხარდაჭერა ჰქონოდათ, თუმცა არა, თქვენ ეს კანონი თაროზე შემოდეთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები