LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა ოპოზიციას: კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ პოლიტიკურად დაგამთავრათ

122
ირაკლი ზარქუა და კახა კალაძე

„ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანების ტრაგედიებზე მონადირენი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის გამო, თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და მან თანამდებობა დატოვოს.

„ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანების ტრაგედიებზე მონადირენი, სხვას ვერ დაარქმევ. ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელსაც მიაჩვია თავისმა ბელადმა, თავი რომ გადაერჩინა, იმ წამსვე, დასრულებული არ იყო, 100 კაცი, მტყუან-მართალი ჩაეგდო ციხეში. ეს იყო ამათი სტანდარტი და მაგალითი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ის ვინც არის დამნაშავე, გამოიკვეთება და ამას ყველა ნახავს. ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას კახა კალაძე ყელში ჰყავს გაჩხირული, რადგან მან დედაქალაქში და მთელ საქართველოში ოპოზიცია „პოლიტიკურად დაამთავრა“.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „სწორედ ამის დემონსტრირება იყო, რაც ამ ტრაგედიის ფონზე თქვენ [ოპოზიციამ] გააკეთა, მერიასთან რომ ის ბავშვები მიაგზავნეთ.“

„ერთი მინდა ვთქვა. კახი კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ, თუმცა, არ გამოგივათ

„10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ. ეს არის თქვენი სახე. ხალხი გვერდში არ დაგიდგათ, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცის, რომ რაც მოხდა, არის ტრაგედია. ამ შემთხვევას ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახი კალაძე და მთელი მერია განიცდის. ამას ხალხი გრძნობს და ამიტომაც არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. პოლიტიკურ მოუსავლეთში ხართ და ეს არ გასვენებთ.

გინდათ, რომ რამენაირად თქვენს ამომრჩეველს ვითომ ეს მუხტი გაუღვიძოთ. ეს არ გამოგდით, რადგან არასწორად დგახართ, უსამართლოდ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ასე პოლიტიკურად მიჩაჩანაკებული იქნებით. ტრაგედიებზე მონადირეები ხართ, როგორ არ გრცხვენიათ? რამე წმინდა არ გაგაჩნიათ?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, ტრაგედია მოხდა. ვაკის პარკში მდებარე შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღეს, პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g