LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია.. 26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა

48
Untitled design (41)

ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია. განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს არ არის წინაპირობა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, ამის საფუძველი არ ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

მისი თქმით, კონკრეტულ პირებზე უსაფუძვლოდ შეტევა პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ემსახურება და განვითარებულ დემოკრატიებში ასე არ ხდება.

უსუფაშვილი: არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა

„მე მგონია, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება – ხან ხანძარია, ხან მეწყერი, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე ეწირება გარკვეულ გარემოებებს, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პიროვნებებზე მაშინ, როცა სურათი ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის ნათელი, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზება.

ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია, განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს.

რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რეალობა ერთია – როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ ამას დენმა დაარტყაო. ეს შემთხვევა 26 მაისს მოხდა.

მაშინ, ჟურნალისტები დარბოდნენ, პანაშვიდზე მისულ ხალხს ატერორებდნენ და იმ ადამიანის კუბოს, რომელიც ცემით მოკლეს, თავი არ აახდევინეს.

თავს იმით იმართლებდნენ, რომ დენმა დაარტყა, თურმე ეს ნორმალური ამბავი ყოფილა. მე წინ მორალურ მხარეს დავაყენებდი, რომელიც ზოგიერთ პარტიას და სუბიექტს საერთოდ არ გააჩნია ქვეყნის წინაშე. აქ კახა კალაძეზე და ჩემზე არ არის საუბარი.

უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ამ ყველაფერს სიცილ-კისკისით ჰყვებიან და აქციებზე საუბრობენ, მათ, ვინც ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებდა, რადგან თურმე სცხელოდათ, მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, ვის უფრო სტკივა იმ პატარა გოგოს გარდაცვალება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

„გრინსერვის+“-ის კონტრაქტორი კომპანია – „შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკდე და აღარ ვიმუშაო?“

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g