LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა

270
BeFunky-collage (4)

“ლელოს” დეპუტატი, დავით უსუფაშვილი 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასა და მის შემდეგ, დედაქალაქის მერიასთან დაორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა გახსნილი სკვერებით და დაგებული გზებით კრედიტს თავად იწერენ, ასეთ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისმა პირებმა.

„ვაკის პარკის ტრაგედია არის ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ერთი ქალაქის, ერთი ქვეყნის და მთელი ერის, ასეთ ვითარებაში თანამდებობის პირები უნდა ვიძლეოდეთ მაგალითს, თუ ხვალ როგორ უნდა მოვიქცეთ.

არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი რამ, თან იმ ფონზე, რომ ეს მოხდა გახსნიდან მეორე დღეს. რაღაც რომ გვიხარია და რომ გვგონია, რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს, მაშინ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ თამამი.

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

არაა ასე საქმე, რომ კალაძე, უგულავა ან სხვები თავის ჯიბიდან იღებდნენ სახსრებს, როცა სკვერებს და გზებს აკეთებენ. როცა გზებს აგებენ და სკვერებს აკეთებენ და მათ გახსნაზე ბოლომდე თავად იწერენ კრედიტს, რომ მათი დამსახურებაა და თითქოს ჩვენი გადასახადებიდან არ კეთდება ეს ყველაფერი, ასეთ ვითარებაში უნდა აიღონ ადეკვატური პასუხისმგებლობა.

ამ ვითარებაში, როცა ჩვენ არაფერი ვიცით სარწმუნო, სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა, თუ არა – მაშინ უახლოეს დღეებში გვითხრას, რაშია საქმე და ვისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. შესაძლოა ვინმე სხვისია, მაშინ ეს გვითხრას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს აანონსებენ

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა

 

ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

„იქნებ კარგი იდეაა შადრევანზე მარიტას ქანდაკება გაკეთდეს.. გოგონა, რომელიც თავისი მეგობრების გადასარჩენად გადახტა ამ შადრევანში“ – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g