შერონ სტოუნმა არაბული „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესია საოცრად შთამბეჭდავი და ფერადი გამოვიდა. 64 წლის შერონი პომპეზურ კაბებში პოზირებდა, გარემოც დიდებული იყო, გადაღებები ვიქტორიანული ეპოქის გარემოში მიმდინარეობდა.
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი როგორც ყოველთვის გულწრფელი იყო. გამოცემასთან ინტერვიუში მან სკანდალური ინფორმაციაც გააჟღერა. მისი განცხადებით, ბოტოქსზე უარის თქმის გამო ის მასზე ბევრად ახალგაზრდა მამაკაცმა მიატოვა.
„ბოტოქსზე უარის თქმის გამო მე ჩემზე ბევრად ახალგაზრდა მამაკაცმა მიმატოვა. უარის შემდეგ მე ის მხოლოდ ერთხელ ვნახე, მას ჩემი ნახვა აღარ სურდა“, – აცხადებს შერონი.
სტოუნმა დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართავდა, ბოტოქსზე მან 2001 წელს, ინსულტის გადატანის შემდეგ კატეგორიული უარი განაცხადა.
„ცხრა ბავშვი დავკარგე, მუცელი ცხრაჯერ მომეშალა“ – შერონ სტოუნის სულისშემძვრელი აღიარება
64 წლის შერონ სტოუნი მთელი თავისი დიდებულებით – ვარსკვლავი შავ საცურაო კოსტიუმში ბრწყინავს
64 წლის შერონ სტოუნის მორიგი ტრიუმფალური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე