ინგლისში Boxing Day გახურდა და ეს ისეთი პერიოდია წამყვან გუნდებსაც რომ უჭირთ და ქულებს კარგავენ. სამაგიეროდ ჩაყვინთულმა “არსენალმა“ ივარგა.
„ლივერპული“ არ აგებს პრემიერლიგის 67 საშინაო მატჩში. „ჩელსის“ რეკორდამდე 19 თამაში რჩება.
„ლივერპული“ პრემიერლიგის 15 მატჩიდან 6 ვერ მოიგო. ამდენივე იყო მთელ გასულ სეზონში.
„ლივერპულმა“ გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს ვერ მოუგო, როდესაც ანგარიში მიყავდა, პირველად 2016-ის მერე.
„არსენალმა“ ზედიზედ მე-10 საშინაო მატჩი მოიგო Boxing Day-ზე. ეს მეორე მსგავსი სერიაა პრემიერლიგის ისტორიაში.
„არსენალმა“ პრემიერლიგაში შინ პირველად მოიგო 4 ოქტომბრის შემდეგ.
ლენომ მოიგერია ჟორჟინიოს პენალტი. პრემიერლიგაში ეს აქამდე მარტო ალისონმა მოახერხა.
„არსენალმა“ შეწყვიტა ჩემპიონატში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია. 2 თვეში 5 წაგება და 2 ფრე ჰქონდა.
ჯაკა „არსენალის“ პირველი ფეხბურთელია ტიერი ანრის შემდეგ, რომელმაც „ჩელსის“ პრემიერლიგაში ჯარიმიდან გაუტანა.
ლაკაზეტმა ჩემპიონატის მატჩში სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. ის „არსენალის“ საუკეთესო ბომბარდირია სეზონში.
„ჩელსიმ“ ბოლო 4-დან 3 მატჩი წააგო. ერთი წელია ასეთი არ მომხდარა.
„ევერტონმა“ პრემიერლიგაში მე-4 მატჩი მოიგო ზედიზედ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მომდევნო ტურში „სიტი“ ელოდება.
„მან სიტი“ 10 მატჩია არ აგებს – 7 მოგება და 3 ფრე.
„სიტიმ“ 0-ზე სეზონში მე-13 მატჩი ითამაშა. ეს ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
რაჰიმ სტერლინგმა 150 (96+54) ქულა მოაგროვა გვარდიოლას ხანაში. ეს საუკეთესო შედეგია „სიტიში“.
სტერლინგმა სეზონის 21 მატჩში 6 საგოლე პასი მისცა. წინა 52 მატჩში 5 ასისტი ჰქონდა.
კავანიმ 5 ქულა (3+2) მოაგროვა შეცვლაზე შესვლის შემდეგ. ეს პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგია.
„მანჩესტერი“ იტანს მინიმუმ 2 გოლს ზედიზედ 11 გასვლით მატჩში. ეს ლიგის რეკორდია.
რაშფორდმა პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. მხოლოდ რონალდო და რუნი იყვნენ უფრო ახალგაზრდები, როდესაც ამ ნიშნულს მიაღწიეს.
ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერის“ გოლების ნახევარში მონაწილეობს – 60-დან 31-ში.
„ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში ზედიზედ 4 მატჩია ვერ იგებს.
„ტოტენჰემმა“ ყველაზე მეტი – 9 ქულა დაკარგა, ბოლო 10 წუთში გაშვებული გოლებით.
ემილიო მარტინესი სეზონში მშრალი მატჩების ლიდერია. „ასტონ ვილას“ მეკარემ 13-დან 8 მატჩში გოლი არ გაუშვა.
როი ჰოჯსონი ტოპ 10 მწვრთნელს შორის შევიდა პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით. მის ანგარიშზე 341 მატჩია და ამით რაფა ბენიტესს გაასწრო. ლიდერია არსენ ვენგერი – 828.
„ვულვერჰემპტონმა“ ფეხბურთელებს სუპერმარკეტში სიარული აუკრძალა. მიზეზი უკვე ბანალურია – კორონავირუსი.
პირველი ისევ ლივერპულია: ინგლისში ლონდონელების ადგილი აღარ არის