კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა დაუგეგმავი ცვლილებები შეიტანა ,,გრემის” დაჯილდოვების ნაწილშიც. ტრაგიკული ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ ცერემონიალის სტუმრებს შოუს წამყვანმა, ალიშა ქისმა ამცნო: ,,ჩვენ დავკარგეთ გმირი, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე შოუ ასე დაიწყებოდა” – მიმართა აუდიტორიას მომერალმა.
ამის შემდეგ სცენაზე ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Boyz II Men გამოვიდა, რომელმაც ალიშა ქისთან ერთად ცნობილი სიმღერა It’s So Hard to Say Goodbye შეასრულა. სიმღერა ამავე ღამეს ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაინატის ხსოვნას მიუძღვნეს.
ეს წლევანდელი ,,გრემის” ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო.