LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებულ კუტალაძის შეუწყნარებელი დამოკიდებულება მიუთითებს, რომ მისი თავისუფლება საფრთხის შემცველია: პროკურორი ლექსო ლაშქარავას საქმეზე

111
ნათია გურული

ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდებულ დავით კუტალაძის შეუწყნარებელი დამოკიდებულება კონკრეტული პირების მიმართ და ის ქმედებები, რა ფორმითაც ის განხორციელდა, საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის და მიუთითებს, რომ მისი თავისუფლება საფრთხის შემცველია.

გურულის თქმით, ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნისას შესაძლოა, მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულს აგრესიული და ძალადობრივი გამოვლინებები აქვს განხორციელებული, როგორც 5 ივლისს, ასევე 6 ივლისს.

გამოძიება მუშაობს ორგანიზატორის დადგენის მიმართულებით: პროკურორი 5 ივლისის ძალადობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g