LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულს სურს, სასამართლოს გირაო შესთავაზოს“ – „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი

139
Untitled design (2)

ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია აპირებს, სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შესთავაზოს. ამის შესახებ დაკავებულის ერთ-ერთი ადვოკატმა დალი სულაქველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარსიამ თავადაც იცის, რომ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ:

„ბრალდებულს სურვილი აქვს, გირაოს სახით შესთავაზოს სასამართლოს საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფა. მისი ღირებულება 70 ათასიდან 100 ათასამდეა, ამავე დროს, „თიბისი ბანკში“ სესხითაა დატვირთული ეს სახლი. თვითონაც იცის, რომ ეს არ დაკმაყოფილდება, მაგრამ აპირებს შეთავაზებას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

დალი სულაქველიძეს საქმის მასალები უკვე გადასცეს. ადვოკატის თქმით, ნარსიას ბრალს დღეს წაუყენებენ, პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა 20 სექტემბერს 10-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 5 ადვოკატი დაიცავს.

თანამზრახველი არ ჰყოლია, მარტო მოქმედებდა.. წინააღმდეგობა არ გაუწევია და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, შესაძლოა, დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

„შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.. ტანზე რაც ჰქონდა სათამაშოებიდან იყო აწყობილი“ – ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g