LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში მოდელი დეფილეზე გამოსვლის დროს გარდაიცვალა [ვიდეო]

11055
SEC_64763153

სან-პაულუს მოდის კვირეულზე მოდელი ჩვენების დროს გარდაიცვალა. 26 წლის ტალეს სოარესი ბრაზილიური ბრენდის დეფილეში მონაწილეობდა, როდესაც გონება დაკარგა და პოდიუმზე წაიქცა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ექიმები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მოდელი თანდაყოლილი დაავადების გამო გარდაიცვალა. მისი და და აგენტი ამბობენ, რომ მამაკაცი მოდელის ჯანმრთელობის პრობლემებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“ის ძალიან ჯანმრთელად ცხოვრობდა. ბოლოს შოუს დაწყების წინ ველაპარაკეთ მე და დედა. სტაფილოს მიირთმევდა და არაფერი აწუხებდა. ზოგადად გატაცებული იყო იოგით და მუდმივად ჯანსაღად იკვებებოდა. ვეგეტარიანელი იყო” – განაცხადა მოდელის დამ ჟურნალისტებთან.

მედიის ცნობით, აუდიტორიას თავდაპირველად მომხდარი შოუს ნაწილი ეგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g