LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიის პრეზიდენტი: რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას

136
BeFunky-collage - 2023-04-17T014758.389

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ომი გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით“.

„პრეზიდენტი პუტინი არ იჩენს ინიციატივას ომის შესაჩერებლად, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტი. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კი განაგრძობენ საკუთარი როლის შესრულებას, ამიტომ მათ უნდა ვუთხრათ: კმარა.

„დიდი ოცეული“ შეიქმნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასახმარებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი „დიდი ოცეული“ შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად. ეს არის ჩემი განზრახვა და ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ დიდ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g