LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძანებდა, რომ იქნება რეგიონების პრეზიდენტი – ლაშა ჟვანია ინაუგურაციისვის თელავის შერჩევის მიზეზებზე

lashajvania

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შესრულდეს სალომე ზურაბიშვილის დანაპირები, რომ ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ჟვანიამ არ გამორიცხა, რომ ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული იყო ისიც, რომ თელავში ზურაბიშვილი დამარცხდა.

„არ გამოვრიცხავ, რომ მიზეზი ესეც ყოფილიყო. გარდა ამისა, კიდევ სხვა მიზეზებიც იყო. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე არჩეული პრეზიდენტი ბრძანებდა, რომ ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი და რეგიონებს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. პირველი გზავნილი მისი მხრიდან ინაუგურაციის დღესვე იქნება ის, რომ ასრულებს თავის დანაპირებს,”- განაცხადა ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g