LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა საკუთარ თავთან – რა გვაიძულებს ვჭამოთ ნორმაზე მეტი?

138

ჭარბი წონის ადამიანებთან 25-წლიანი მუშაობის შემდეგ, ფსიქოთერაპევტმა ჯული სიმონმა დაადგინა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს, როგორც წესი ერთნაირი ემოციონალური პრობლემები აქვთ. გთავაზობთ იმ ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზების ათეულს, რომლებიც ცნობილმა ექიმმა საკუთარ წიგნი “ემოციონალური მჭამელების რემონტი” აღწერა.

 

1. ნეგატიური ემოციები

 

საიდუმლო არაა, რომ ბევრისთვის ჭამა საუკეთესო ანტიდეპრესანტია. მაშინ, როცა ადამიანი ვერაფრით ერევა საკუთარ გრძნობებს, ის უაზროდ იწყებს ჭამას და ხშირად ყველანაირ ზღვარს გადადის. ამგვარი, ერთი შეხედვით მარტივი მეთოდით ადამიანები განგაშის, მრისხანების, მარტოობის, უიმედობის, სირცხვილისა და იმედგაცრუების განცდის დამარცხებას ცდილობენ. თუმცა, სიმონი უფრო შორს წავიდა და დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული მადით ისინიც ხასიათდებიან, ვინც საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს. როგორც აღმოჩნდა, სიხარულის ან ემოციონალური აღმავლობის მდგომარეობაში ბევრი ყურადღებას არ აქცევს რას ჭამს და ხშირად ზედმეტიც მოსდის.

 

2. კრიტიკა

 

სიმონმა განსაკუთრებულ კატეგორიად გამოყო კრიტიკა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კონსტრუქციულია შენიშვნა, რადგან ნებისმიერ კრიტიკას შეუძლია გამოიყვანოს ადამიანი მდგომარეობიდან, რაც ნეგატიურად მოქმედებს მის ჭამის მადაზე. დასამშვიდებლად და წყენის დასავიწყებლად, სუსტი ნებისყოფის ადამიანები როგორც წესი დიდ პორციებს ირჩევენ და მანამდე არ ეშვებიან, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ შეჭამენ.

 

3. სტრესი

 

3
ღორმუცელობის კიდევ ერთი “წონიანი” ემოციონალური მიზეზი სტრესია. დამტკიცებულია, რომ სტრესის მდგომარეობაში ქალბატონები უფრო მეტს და აქტიურად მიირთმევენ, ვიდრე მამაკაცები, რომელთაც ბევრად უფრო ძლიერი ფსიქიკა აქვთ. გარდა ამისა, ჩნდება ფიზიოლოგიური მოთხოვნაც, რადგან განწყობის ჰორმონების იგივე ენდორფინების შევსება ყველაზე სწრაფად და მარტივად საკვებით შეიძლება. ბევრისთვის არასასიამონო სიმძიმე კუჭშიც კი, შეიძლება გახდეს რეალური პრობლემებისგან თავის დაღწევის ფაქტორი.

 

4. სიცარიელე

 

ტელევიზორთან ჭამა, ბინაში უსაქმოდ ხეტიალი და “დროის მოსაკლავად” მაცივრის ხშირი გამოღება, ან თუნდაც ჩაის დალევა რაიმე გემრიელთან ერთად – უკვე ჩამოყალიბებული ჩვევაა. საკვების მიღებით ბევრი მოწყენილობის დაძლევას და საკუთარ თავში დროებითი ან ხანგრძლივი სიცარიელის შევსებას ცდილობს.

 

5. დაჯილდოება

 

5
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება არა მარტო მარცხი და წარუმატებლობაა, არამედ პატარ-პატარა გამარჯვებებიც და სწორედ მაშინ უჩნდება სურვილი გაანებივროს და რაიმეთი დავაჯილდოვოს საკუთარი თავი. ასეთი “ჯილდო” კი, როგორც წესი, აუცილებლად ტკიბილეული ან ძალიან ცხიმიანი საკვებია. როგორი პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ყველაზე ხშირად სწორედ ისინი ანებივრებენ საკუთარ თავს, ვინც ცოტა ხნის წინ მიაღწია წარმატებას სპორტდარბაზში ან დაგეგმილზე რამდენიმე კილომეტრით მეტი გაირბინა.

 

6. დასჯა

 

6
გასტრონომიული აფეთქების გამოწვევა დასჯასაც შეუძლია. მაგალითად, გვიან ღამით, შიმშილის მორიგი შეტევის შემდეგ ბევრი ნებისყოფას კარგავს და დაუფიქრებლად ჭამს ყველაფერს, დილას კი, სისუსტეს თვალს უსწორებს და სცხვენია. სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა, რომელიც ამ მომენტში ჩნდება, საკუთარი თავის დასჯის მაპროვოცირებელი ხდება, რომელსაც ყველა თავისებურად უყურებს – ზოგი სარბენ ბილიკზე დგება, ზოგი კი, ისევ საკვებს მიმართავს. საბოლოოდ ყველაფერი ღორმუცელობის ჩვეულებამდე მიდის, რომლისგანაც განთავისუფლება ძალიან რთულია.

 

7. პროკრასტინაცია

 

საქმეების მუდმივად გადადება – ზომეზე მეტი ჭამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მათთვის, ვინც სახლში მუშაობს. ისინი, ვისაც რთული ან მონოტონური დავალების შესრულება უხდებათ, მუშაობის დაიწყებამდე, აუცილებლად ცოტა დასვენებაზე, ძალების მოკრებაზე იწყებენ ფიქრს და მიზანდასახული მიემართებიან მაცივრისკენ. ძალიან მალე კი, სამუშაო უკანა პლანზე გადადის, ადამიანის გონებას მთლიანად იპყრობს გასტრონომიული ფიქრები და ზედმეტი საკვების მიზეზი არა შიმშილის გრძნობა, არამედ პროკრასტინაცია ხდება.

 

8. უსაფრთხოება

 

8
სიმონის მტკიცებით, ემოციონალურად გაუწონასწორებელ ადამიანებს დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობას სწორედ სავსე კუჭი აძლევს. ისინი, ვინც დარწმუნებული არ არიან საკუთარ თავში და საფრთხეს ხედავენ მომავალში, კრიტიკულ სიტუაციებში სწორედ ზედმეტი საკვების მიღებაში ხედავენ გადარჩენას.

 

9. შთაგონება

 

როგორც აღმოჩნდა, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული პროფესიების წარმომადგენლებს საკვების უკონტროლო მიღება კრიზისიდან გამოსვლაში, ცხოვრების აზრის ან შთაგონების პოვნაში “ეხმარება”, რადგან შემოქმედებითი შიმშილის დაკმაყოფილებას ისინი აბსოლუტურად მატერიალური პროდუქტებით ცდილობენ. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ბევრად უფრო სასიამოვნოა მუზას ლოდინი ფუნთუშით ან შოკოლადით ხელდამშვენებული.

 

10. ანტისექსი

 

კონვულსიური ჭამის ანუ საკვების დიდი რაოდენობით მიღების კიდევ ერთი მიზეზია სექსუალური სურვილის დაკარგვა. მაშინაც კი, როცა ადამიანს არ აქვს შიმშილის გრძნობა, მის გონებაში სიამოვნების მიღების სუბლიმაცია ხდება და ფიზიკური სიახლოვის სიამოვნებას “კულინარიული სიამოვნების” მიღებით ანაცვლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები