LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის ახალი შეყვარებულის ყოფილმა ქმარმაც ახალი სიყვარული იპოვა

424
პოლ-ვესტლი

ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის სიყვარულზე ბევრი დაიწერა. წყვილი უკვე აღარ მალავს, რომ ერთადაა და ამის დამადასტურებელი არაერთი ფოტო გავრცელდა მედიით. ინესი ახლა 32 წლისაა და დიზაინით არის დაკავებული. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ის 2019-დან 2022 წლამდე მსახიობ პოლ ვესტლიზე იყო დაქორწინებული. ვესტლი მსოფლიომ გაიცნო გახმაურებული სერიალიდან „ვამპირის დღიურები“, სადაც მან სტეფან სალვატორეს როლი შეასრულა.

საინტერესოა, რომ ინეს დე რამონთან დაშორების შემდეგ, არც ვესტლი დარჩენილა გულგატეხილი. მას უკვე ჰყავს ახალი რჩეული ნატალი კუკენბურგი, რომელიც 18 წლით უმცროსია მასზე. სხვათა შორის, ამჯერად ნატალი და პოლ ვესტლი ასპენში ისვენებენ, სადაც მათ შეუერთდა „ვამპირის დღიურების“ კიდევ ერთი ვარსკვლავი, იენ სომერჰარდერი, მეუღლესთან, ნიკი რიდთან ერთად.

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი დაქორწინებას არ აპირებენ – გაინტერესებთ მიზეზი?

ვიდეო: სრული განცხრომა – როდესაც გვერდით ბრედ პიტი გიდგას და თან მუსიკას უსმენ – ინეს დე რამონი და ბრედ პიტი U2-ს კონცერტზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები