LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი კვლავ ერთად არიან

81

ჯერ კიდევ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების შესახებ, მორიგი ჭორი აღმოჩნდა. დასავლური პრესა წერდა, რომ წყვილს შორის მსახიობის დედა ჩადგა და ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს იყო.

„ისინი კვლავ ერთად და ბედნიერად არიან. ირინა არაჩვეულებრივად ეწყობა ბრედლის დედას, ისინი საკმაოდ კარგად ატარებენ დროს მაშინაც კი, როდესაც კუპერი მათთან არ არის“ – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის მსახიობისა და 30 წლის მოდელის რომანის შესახებ გასული წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. მათი ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად განვითარდა. კუპერმა ირინა დედას გააცნო და საყვარელ ქალთან საცხოვრებლად მალევე გადავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები