LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი თანახმაა, ირინა შეიკმა ორსულობის პერიოდში იმუშაოს

72

Victoria’s Secret Fashion Show-ს შემდეგ, რომელშიც ირინა შეიკიც მონაწილეობდა, ცნობილი გახდა, რომ სუპერმოდელი და მისი ბოიფრენდი, ბრედლი კუპერი მალე მშობლები გახდებიან. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ირინა არ აპირებს 9 თვე სახლში ჯდომას და ამ დროის მანძილზე აქტიურ მუშაობას გეგმავს, რაშიც მას ხელს კუპერიც უწყობს.

“ბრედი თანახმაა, რომ მისი შვილის დედამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრშიც კი იმუშაოს. ერთადერთი, რასაც ის მოითხოვს ის არის, რომ მე-8 და მე-9 თვეში ყველა საერთაშორისო ვიზიტზე მას თან დედამისი გაჰყვება“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანისთვის ეს პირველი შვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები