LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერის „ანგელოზები“ – ჯიჯი ჰადიდიმ გაამხილა, თუ რატომ არ დაესწრო ბრედლი Victoria’s Secret-ის შოუს

719
page

ორი დღის წინ, Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. პოდიუმზე მსოფლიოს წამყვანი მოდელები გამოჩნდნენ. მათ შორის გახლდათ ჯიჯი ჰადიდი და ირინა შეიკი.

„ანგელოზების“ ექს და მოქმედი საყვარელი მამაკაცი, ბრედლი კუპერი შოუს არ დასწრებია. სწორედ ამის მიზეზის გარკვევა სცადა  Us Weekly-ის ჟურნალისტმა.

ჯიჯი ჰადიდმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ბრედლი მას მუდამ გვერდში უდგას და ამხნევებს, თუმცა შოუს საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო.

„ის მე მუდამ მხარში მიდგას, თუმცა ამჯერად მას შოუს გამოტოვების საპატიო მიზეზი აქვს. ის მამობრივ მოვალეობებს ასრულებს და დროს ქალიშვილთან ერთად ატარებს, ბრედლი შოუს ტელევიზიის საშუალებით ადევნებს თვალს“, – განაცხადა 29 წლის მოდელმა.

ცნობისთვის, ჯიჯი და ბრედლი გასული წლის შემოდგომიდან ერთად არიან, წყვილი ერთად არაერთხელ გამოჩენილა. ინსაიდერების ცნობით, მათი ურთიერთობა უკვე სერიოზულ ფაზაშია შესული.

რაც შეეხება შეიკისა და ბრედლის ურთიერთობას, ისინი 6 წლის ლეას ერთად ზრდიან და საოცრად მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

„ხალხო, ერთი მაგრად შევესიოთ და ვაჩვენოთ კლასი ვიქტორია სიქრეთს“ – მატილდა გვარლიანის ფოტოს Victoria’s Secret-ის ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი მოწონება აქვს

ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის ოჯახური დასვენება იტალიაში – უახლესი ფოტოები

ვიდეო: პოდიუმის მთავარი მოვლენა – ირინა შეიკმა „მოდის კვირეულზე“ კაროლინა ჰერერას კაბით გაიბრწყინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები