რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“, – აცხადებს მინისტრი.
ცნობისთვის, „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 მაისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს.
