ბრიჯიტ მაკრონი მეუღლესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ერთად ინდონეზიაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც სამშაბათს წყვილის ვიეტნამში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. წყვილის ინდონეზიაში ვიზიტის განმავლობაში, საფრანგეთის პირველმა ლედიმ კოსტიუმირებული სტილის, ფერადი სამოსი შეარჩია, რასაც დახვეწილი დეტალები ერწყმოდა.
ინდონეზიაში ჩასვლისას ბრიჯიტ მაკრონი პასტელური ფერის ორეულში გამოჩნდა, ეს გახლდათ პიჯაკი დახვეწილი საყელოთი, რომელიც ოსტატურად ერწყმოდა მაკრონის ტანზე მომდგარ შარვალს. მან „ლუქს“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ინდონეზიის პრეზიდენტ, პრაბოვო სუბიანტოსთან მიღებისას, მაკრონმა „ლუი ვიტონის” აბრეშუმის „მიდი“ კაბა შეარჩია.
ჯაკარტაში გამართული სახელმწიფო ვახშმისთვის ბრიჯიტმა იისფერს სამოსზე გააკეთა აქცენტი. კოსტიუმში სამხედრო სტილის ელემენტები იყო გამოსახული, სიმეტრიული ვერცხლის ღილები კი იისფერ ელფერს უსვამდა ხაზს. ეროვნული მუზეუმის დათვალიერებისას მაკრონს ლურჯი კოსტიუმი ეცვა, რომელიც ულამაზესი ღილებითა და ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. ტაძრის მონახულებისას მაკრონმა შავი კოსტიუმი მოირგო, რომელსაც ორმხრივი დიზაინი ჰქონდა. მაკრონის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ლუქი, ბრიჯიტის ცისფერი კოსტიუმია, რომლითაც მან მეუღლესთან ერთად, ხელჩაკიდებულმა გაისეირნა.
ბრიჯიტ მაკრონი საზღვაო თემატიკით შთაგონებული ულამაზეს ორბორტიან კაბა-პალტოში





