LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BRIT Awards-ის ნომინანტები ცნობილია – საიუბილეო დაჯილდოების ტოპ ნომინანტი ჩარლი XCX გახდა

115
photo-collage.png (30)

ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ საიუბილეო, 45-ე BRIT Awards-ის ნომინანტები დაასახელა. დაჯილდოების ტოპ ნომინანტად, ჩარლი XCX მოგვევლინა. არტისტი ბრიტანული პრემიის ხუთ, მათ შორის ,,წლის ბრიტანული ალბომისა” და ,,წლის ბრიტანელი არტისტის” ნომინაციაშია წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ჩარლი წლევანდელი ,,გრემის” ერთ-ერთ სახედაც იქცა. 2 თებერვალს, მას ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან მინიჭებული რვა ნომინაციიდან, სამში ჯილდო პირველად გადაეცა. მომღერალმა შოუზე პუბლიკას სადებიუტო პერფორმანსიც შესთავაზა.

ცნობისთვის, ჩარლი XCX-მა პოპულარობა 2014 წელს, იგი აზალიასთან დუეტით – Fancy და სოლო ნამუშევრით – Boom Clap მოიპოვა. სწორედ აზალიასთან ერთობლივი სიმღერით მოხვდა ის პირველად ,,გრემის” ნომინანტთა შორის, ათი წლის შემდეგ კი დაჯილდოებაზე ტრიუმფალურად დაბრუნდა.

ოთხი, მათგან კი ორი ზემოთხსენებული მნიშვნელოვანი და დაჯილდოების მთავარი ნომინაცია, დუა ლიპას მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ BRIT Awards ,,გრემის” ბრიტანულ ანალოგს წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ძირითადად ლოკალურ არტისტებს შორის ავლენს.

საიუბილეო BRIT Awards-ის გამართვის თარიღი და წამყვანის ვინაობა ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები