კომპანიამ EasyJet Holidays გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლებს ეგვიპტეში საგზურები შესთავაზა, რაც მათ გაზისა და გათბობის გადასახადების ეკონომიის საშუალებას მისცემს. ეკონომიის უჩვეულო მეთოდზე ბრიტანული ტაბლოიდი Metro წერს.
კომპანიამ კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ბრიტანელთა 50%-ს ზამთრის პერიოდში ქვეყნის დატოვება სურს, რათა კომუნალური გადასახადები არ გადაიხადოს. ტურისტთა მოთხოვნის შესაბამისად, EasyJet-მა მოამზადა სპეციალური ტურები სახელად „გაქცევა დიდი ბრიტანეთიდან“ და მათი ხანგრძლივობა 28 დღეა.
ხურგადაში დასვენების მსურველ ევროპელებს 650 ფუნტის გადახდა მოუწევთ და ამ საფასურში გათვალისწინებულია – ფრენის ღირებულება, ცხოვრების ხარჯი, კვება, ინტერნეტი და სატრენაჟორო დარბაზის აბონემენტიც კი.
სპეციალისტთა გამოთვლით, ეგვიპტეში გახიზვნა ბრიტანულ ოჯახს საშუალოდ 227 ფუნტით უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ზამთრის კომუნალური გადასახადები.