LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი მუსიკოსი ითხოვს ელექტრო ავტომობილებში ცხოველის ტყავი არ გამოიყენონ

47

ბრიტანელმა მუსიკოსმა სტივენ მორისმა General Motors-ს სთხოვა ელექტროქარებში Chevrolet Volt და Bolt არ გამოიყენოს ნატურალური ტყავი. ამის შესახებ მორისის წერილშია საუბარი, რომელიც ცხოველების უფლებების დამცველი ორგანიზაციის People for the Ethical Treatment of Animals-ის საიტზეა გამოქვეყნებული.

მუსიკოსის წერილში კონცერნის აღმასრულებელი დირექტორის მერი ბარის სახელზე PETA-ს კვლევის შესახებ არის საუბარი, რომლის თანახმად GM იმ რქოსანი პირუტყვის ფერმებთან თანამშრომლობს, რომლებიც ცხოველებთან სასტიკი მოქცევით არიან ცნობილნი. მორისი აღნიშნავს, რომ ცხოველებს ელექტროშოკით მხოლოდ იმის გამო უსწორდებიან, რომ ისინი საავტომობილო კომპანიების ტყავის ინტერიერის ნაწილნი გახდნენ.

ელექტრომოდელები Chevrolet Volt და Bolt კი ეკოცნობიერების მყიდველისთვის არის განკუთვნილი და თუკი ავტომობილები მთლიანად ”ვეგეტარიანული” იქნება, მათ მიმზიდველობას უფრო გაზრდის. მორისიმ კონცერნს ხელოვნური მასალის გამოყენება შესთავაზა.

General Motors-მა ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ისინი სპეციალურად ტყავის მიღებისთვის გაზრდილ ცხოველებს არ იყენებენ და ყველა კანონს იცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები