LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი ქალი, რომელიც მოჩვენებაზე დაქორწინდა, ამბობს, რომ ჯვრის დასაწერად ტაძრის პოვნა გაუჭირდა

46
56546

38 წლის ბრიტანელი ქალი სახელად ბროკარდი ირწმუნება, რომ ვიქტორიანელ ჯარისკაცზე უგონოდაა შეყვარებული. ეს ჯარისკაცი კი არც მეტი არც ნაკლები მოჩვენებაა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

ქალი საყვარელ მამაკაცს სახელად ედუარდოს მაშინ შეხვდა, როცა შუა ღამეს მეგობართან ნაჩხუბარი დაძინებას ვერ ახერხებდა.

მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და წყვილმა დაქორწინებაც გადაწყვიტა. ბროკარდის ძალიან გაუჭირდა ისეთი ტაძრის პოვნა, სადაც მოჩვენებასთან ჯვარს დასწერდნენ. როგორც ქალი ამბობს, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ყველას ნამდვილად არ სჯერა.

სულების არსებობის თავად პატარძალსაც არ სჯეროდა, მანამ სანამ მის ცხოვრებაში ედუარდო არ გამოჩნდა. ახლა კი ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები