LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელის პარკინგის დავალიანება ავტომობილის ღირებულებას 17-ჯერ აღემატება

62

ბირმინგემის მაცხოვრებელმა პარკირების იმდენი ჯარიმა დააგროვა, რომ ავტომობილის ღირებულებას ბევრად აღემატება. როგორც The Sun წერს, ნახევარი წლის განმავლობაში პარკირების საფასურის გადაუხდელობა ბრიტანეთში ადამიანს დაახლოებით 3 200 დოლარი უჯდება.

უცნობმა ადამიანმა თავისი 16 წლის Hyundai Coupe კინგს ჰიტის რაიონში ფასიან სადგომზე დატოვა. ავტომობილმა 26 ჯარიმა დააგროვა და თითოეული 100 ფუნტის ოდენობის. გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთში ასეთი ავტომობილის ღირებულება მეორად ბაზარზე სულ რაღაც 150 ფუნტია.

უახლოეს მაღაზიებში ირწმუნებიან, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ავტომობილთან პატრონი ერთხელაც არ გამოჩენილა და სავარაუდოდ არც აპირებს მის წაყვანას. ახლა მას პოილიცია ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები