ბრიტანელმა ინჟინერმა, კოლინ ფერზმა მფრინავი მოტოციკლი შექმნა. სატრანსპორტო საშუალება მან საკუთარ ავტოფარეხში დაამზადა.
მოტოციკლის შასის ძირითადი დეტალები მყარი ალუმინის მილებისგანაა დამზადებული. ის მოძრაობაში ორი მცირე ზომის ძრავით მოდის და ვერტმფრენის ძრავის პრინციპითაა განლაგებული.
აღსანიშნავია, რომ მფრინავი მოტოციკლი ბენზინზე მუშაობს, საწვავის ავსება კი პლასტმასის სათავსოში შეგიძლიათ, რომელიც ბენზინის ავზის ფუნქციას ასრულებს.
ფერზმა უკვე გამოცადა ჰოვერბაიკი და ვიდეო კი YouTube-ზე გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც ჩანს, მფრინავი მოტოციკლის მართვას შესაბამისი ცოდნა სჭირდება…