LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მამაკაცმა მოპარული მოტოციკლეტით გინესის რეკორდი დაამყარა

69

ბრიტანელმა მამაკაცმა მოპარული მოტოციკლეტით გინესის რეკორდი დაამყარა. ადამ კემპიონი პოლიციამ უკვე დააკავა და მას ციხეში 21 თვის გატარებაც მოუწევს, თუმცა მას შეუძლია რომ თავისი თავით ამაყი იყოს – სასჯელს ის რეკორდსმენის სახელით მოიხდის.

საქმე ისაა, რომ ბრიტანელმა მოტოციკლეტი მოიპარა და პოლიციის დევნაში საერთო მოხმარების გზაზე 304 კმ/სთ-ის განვითარებაც შეძლო. რეკორდი მამაკაცმა თავადვე გადაიღო და პოლიციამ მის კომპიუტერში სხვა არაერთი ექსტრემალური კადრიც აღმოაჩინა. სამართალდამცავები გამტაცებლის კვალზე გადაგდებული სანომრე ნიშნის დახმარებით მივიდნენ და დამნაშავემ ყველაფერი მალევე აღიარა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ სასამართლოს კემპიონის ბრალეულობაში ეჭვი არ შეპარვია, ის დამნაშავედ რამდენიმე ეპიზოდში ცნეს და თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები