ლონდონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მასწავლებელი ედ ჰიუჯესი სსრკ-ს პერიოდში დამზადებული ავტომობილებით ჯერ კიდევ 1991 წელს დაინტერესდა და უკვე საკმაოდ მოზრდილი კოლექციაც შეაგროვა.
მისი პირველი ავტომობილი ВАЗ-2107 იყო და ეს მანქანა ედს ყველაზე მეტადაც უყვარს. სულ მალე კი პირველ ВАЗ-ს АЗ-2101, ВАЗ-2102, ВАЗ-2103 და ВАЗ-2105-იც დაემატა. გარდა ამისა, მასწავლებლის კოლექციაში რამდენიმე მოსკვიჩი, ზაპოროჟეცი და სხვა უნიკალური მოდელებიც გაჩნდა.
ჰიუჯესი დარწმუნებულია, რომ საბჭოთა ავტომობილები ყველაზე ხარისხიანი და გამძლეები იყო და მათი უმრავლესობა დღესაც არაჩვეულებრივად მუშაობს.