გატაცება 60 წამში – ბრიტანელმა ქურდებმა ავტომობილი გასაღების გამოუყენებლად მოიპარეს. „The Sun“-ის ინფორმაციით, შემთხვევა უესტ-მიდლენდსის საგრაფოში მოხდა და ქუჩაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ ის დეტალურად გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ დამცავ კოსტიუმებში ჩაცმული ორი უცნობი თეთრ Mercedes-ს უახლოვდება და საქმეს სულ რამდენიმე წამში ასრულებს. მათ გამოიყენეს სპეციალური ელექტრო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ავტომობილს ბლოკი მოეხსნა და კარი თავისით გაიღო.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია გამტაცებლებს უკვე აქტიურად ეძებს, მოსახლეობას კი მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
https://www.youtube.com/watch?v=szbZwjmu0H0