LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის საელჩო კვარაცხელიას გარდაცვალებაზე – მხოლოდ რუსეთს შეუძლია განმარტების გაკეთება

172
1552670798-2

“მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. საერთ.ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების არ შეშვება აფხ. & ს.ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის” – ასე ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეს.

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ გალის რაიონში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.
ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. გარდაცვლილის მეგობრებსა და ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება. მისი ინფორმაციით, არის თოკის ჩანართები, სხვა დეტალები დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g