დიდ ბრიტანეთში დაიჭირეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ათობით საკონდიტრო მაღაზია გაძარცვა. ამის შესახებ The Telegraph წერს.
20 წლის იონიტ როვა შოკოლადს 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის იანვრამდე იპარავდა. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდა და მაღაზიებიდან ასობით ათასი დოლარის პროდუქცია გამოჰქონდა. მანამ სანამ როვას დაიჭერდნენ, მან იმდენი შოკოლადის მოპარვა შეძლო, რომ გამყიდველები კინაღამ გააკოტრა.
გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილმა ყველა დანაშაული აღიარა.
ბრიტანელს ციხეში 2,5 თვის გატარება მოუწევს.