LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული ავიაკომპანია ზრდილობიან მგზავრებს დააჯილდოებს

33

ბრიტანულმა ავიაკომპანია Monarch Airlines-მა გადაწყვიტა, რომ სწორი მანერების მქონე ადამიანები წაახალისოს. ყველაფერი კი ჯერ კიდევ ბილეთის შეძენის დროს დაიწყება და ავიაკომპანია იმ მგზავრების სიას შეინახავს, რომლებიც ონლაინ კონსულტანტს კორექტულად ესაუბრებიან. შემდეგ კი ისინი ბორტგამცილებლებთან ურთიერთობისასაც არანაკლებ მეგობრულები უნდა იყვნენ. სანაცვლოდ, კომპანია მათ  ბევრად უფრო კომფორტული სავარძლის სრულიად უფასოდ არჩევის საშუალებას მისცემს.

ზოგადად, ეს სერვისი Monarch Airlines-ის ბორტზე 50 ფუნტი ღირს. გარდა ამისა, ასეთ მგზავრებს რეგისტრაციის დანიშნულ დროზე ადრე გავლაც შეეძლებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები