LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული დაზვერვა: პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტიანობას

41
Untitled design (6)

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

ბრიტანული დაზვერვა რუსეთში გამოცხადებულ „ნაწილობრივი მობილიზაციას“ და მასთან დაკავშირებულ ხარვეზებზეც წერს.

დაზვერვა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებსაც იხსენებს, როდესაც პუტინმა თქვა, რომ აღნიშნული სამობილიზაციო კამპანიის დროს ბევრი კითხვა ჩნდება და შეცდომები დაუყოვნებლივ უნდა გამოასწორონ და აღარ გაიმეორონ.

ხაბაროვსკის ოლქში მობილიზებულთა ნახევარი სახლებში დააბრუნეს, სამხედრო კომისარი კი დაითხოვეს

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტიანობას მისი პირველი კვირის განმავლობაში.

„გაუგებარია კამპანიის ზუსტი ფარგლები და სამართლებრივი დასაბუთება.

გაწვეული რეზერვისტები აგრძელებენ შეკრებას ბანაკებში, რუს ოფიციალურ პირებს კი, სავარაუდოდ, უჭირთ წვრთნების უზრუნველყოფა და ოფიცრების პოვნა, რომლებიც ახალ დანაყოფებს უხელმძღვანელებენ“, – აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.

ახალმობილიზებულს შორის ალკოჰილისადმი დამოკიდებულების პრობლემა და ლიმანის დაკარგვა – ISW-ის ცნობით, კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ

 

magti 5g