LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმობილიზებულს შორის ალკოჰილისადმი დამოკიდებულების პრობლემა და ლიმანის დაკარგვა – ISW-ის ცნობით, კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ

51
BeFunky-collage (5)

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომ არ გაძლიერდეს დაუცველი ფრონტის ხაზები კუპიანსკის ან ლიმანის გარშემო, სამხედრო მეთაურების ნაცვლად პუტინმა მიიღო.

ამასთან, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ამავე ანგარიშში აღნიშნავს, რომ „რუსეთის მარცხმა ხარკოვის ოლქსა და ლიმანში, ამავე დროს კრემლის უუნარობამ ეფექტიანად და სამართლიანად ჩაეტარებინა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მნიშნელოვანი გავლენა მოახდინა რუსულ საინფორმაციო სივრცეზე.

კერძოდ, ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა საინფორმაციო სივრცემ – კრემლის პროპაგანდისტების, ექსპერტებისა და ბლოგერების შემადგენლობით – მარცხი ძალების დაგვიანებით გაგზავნას დაუკავშირეს, ამასთანავე, ღიად აკრიტიკებდა მობილიზაციის დროს განმეორებით ბიუროკრატიულ ჩავარდნებს.

ხაბაროვსკის ოლქში მობილიზებულთა ნახევარი სახლებში დააბრუნეს, სამხედრო კომისარი კი დაითხოვეს

„კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და რუსი სამხედრო ბლოგერები ლიმანის დაკარგვას გლოვობენ და „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ბიუროკრატიულ ხარვეზებს აკრიტიკებენ.

კრემლის წყაროები და სამხედრო ბლოგერები ლიმანთან და ხარკოვის ოლქში მარცხს იმით ხსნიან, რომ რუსეთის სარდლობამ ვერ მოახერხა, სათანადოდ გაეძლიერებინა რუსული ძალები დონბასის ჩრდილოეთით,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ომის კვლევის ინსტიტუტს მაგალითად მოჰყავს 1 ოქტომბრის გადაცემა, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა და რომელშიც ზოგიერთმა სტუმარმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიაზე პუტინის გადაწყვეტილებაც კი გააკრიტიკა.

„კრემლის პროპაგანდისტები უკვე არ მალავენ იმედგაცრუებას მობილიზაციის მიმდინარეობით, ხშირად განიხილავენ რეზერვისტების უკანონო გაწვევის ფაქტებს და ყურადღებას ამახვილებენ ახალმობილიზებულს შორის ალკოჰილისადმი დამოკიდებულების პრობლემაზე,“ –აღნიშნავს ომის კვლევის ინსტიტუტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g