LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული გამოცემა: საქართველო ევროპაში სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარი გახდა

40

Wizz air ქუთაისის აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდს ანთავსებს,- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას წამყვანი ბრიტანული ყოველკვირეული საავიაციო ჟურნალი anna.aero. სტატიაში საუბარია, 17 მაისს ქუთაისიდან ახალი ბაზირებული რეისების დაწყების შესახებ, რომელიც რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით ხორციელდება.

,,2017 წელს, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარი გახდა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა – 43% დაფიქსირდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდი დააყენა. ამ დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ორიგინალური ტორტი წარმოადგინა -„ ვიზეარის“ ორი ბაზირებული თვითმფრინავით და აეროპორტის ტერმინალით, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორმა იოჰან ეიდჰაგენმა გაჭრეს“,-ნათქვამია anna.aero-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

აქვე წერია, რომ ზაფხულიდან Wizz air ავიარეისებს ბუქარესტი -ქუთაისის, ხოლო ნოემბრიდან ვენა-ქუთაისის მიმართულებებით შეასრულებს. საერთო ჯამში ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები