ბრიტანეთის უმსხვილესმა სამოგზაურო ჟურნალმა – Wanderlust საქართველო 2022 წლის ყველაზე სასურველ (განვითარებად) ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.
“Most Desirable Emerging Destination” ჯილდო Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ ამზადებს სტატიებსა და გამოკითხვებს. ყოველწლიურად ბრიტანული გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს.