LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა კომპანიამ „ტიტანიკის“ ტურების გაყიდვა დაიწყო

75

ბრიტანულმა კომპანიამ „ტიტანიკის“ ტურების გაყიდვა დაიწყო. „CNN“-ის ინფორმაციით, უნიკალური ექსკურსიები 2018 წლიდან დაიწყება, თუმცა ტურისტულმა კომპანია Blue Marble Private-მა ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ყველაზე ცნობილი კატასტროფის ადგილის მონახულება 105 ათასი დოლარი ეღირება. საინტერესო ტური სულ 8 დღე გაგრძელდება და მისი საწყისი წერტილი კანადა იქნება. „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილამდე მიღწევის შემდეგ, ტურისტებს გემიდან 3200 მეტრის სიღრმეზე ჩაუშვებენ, სადაც მათ მართლაც დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ექსკურსიის ბილეთები უკვე მთლიანად გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტიტანიკის“ ტური უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას, გემის მონახულების შესაძლებლობა 10-15 წელიწადში საერთოდ გაქრება – მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია-ექსტრემოფილი, რომელიც ტიტანიკის  ნარჩენებს ნელ-ნელა ანადგურებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები