ბრიტნი სპირსი 23 წლის ბოიფრენდთან, სემ ასგარისთან ურთიერთობას აღარ მალავს. გასულ უქმეებზე წყვილმა რომანტიული ვახშამი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ცნობილ იაპონურ რესტორანში მოიწყო. თვითმხილველების თქმით, 35 წლის პოპ-ვარსკვლავი ბევრს იცინოდა და ძალიან ბედნიერი ჩანდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნიმ და სემმა ერთმანეთი მისი უკანასკნელი კლიპის, „Slumber Party“-ის გადაღებებზე გაიცნეს. სპირსის ახალი რჩეული აქტიურად მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მის „ინსტაგრამს“, რომლის აქტიური მომხმარებელიც არის, 165 ათასი გამომწერი ჰყავს.

