LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი დააკავეს – მომღერალმა ,,ინსტაგრამის” ანგარიში გააუქმა

597
photo-collage.png

4 მარტს, ღამით, კალიფორნიაში, ვენტურას ოლქში, ბრიტნი სპირსი დააკავეს. მომღერალი კალიფორნიის საგზაო პატრულმა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავა. თვითმხილველების თქმით, მას ხელბორკილები გზის პირას დაადეს.

ვენტურას ოლქის შერიფის ჩანაწერების მიხედვით, მისი რეგისტრაცია განყოფილებაში 5 მარტს, გამთენიისას მოხდა, რამდენიმე საათში კი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქმესთან დაკავშირებით, სპირსის სასამართლო პროცესი, 4 მაისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ფანებმა შეამჩნიეს, რომ შემსრულებელმა Instagram ანგარიში გააუქმა.

ცნობისთვის, ეს არ არის პოპის პრინცესას პირველი პრობლემა ვენტურას ოლქში – 2022 წელს მას სიჩქარის გადაჭარბებისთვის, 541 დოლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები