1 ოქტომბრიდან ბელგიაში, ქალაქი ბრიუგე თავისი ცენტრის თითქმის მთელ ტერიტორიას ველოსიპედის ზონად გადააქცევს. ტერიტორიის სიგრძე იქნება 87 კილომეტრი, რაც ქვეყნის მასშტაბით ნამდვილად რეკორდულია. სიახლის შესახებ Brussels times-ი წერს.
ავტომობილებისთვის დაწესდება სიჩქარის შეზღუდვა – მაქსიმუმ 30 კილომეტრი საათში, ასევე აიკრძალება ველოსიპედისტების გასწრებაც.
გამონაკლისი მხოლოდ ქალაქის ძირითად შემოსასვლელ მაგისტრალებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს შეეხება – ეს საჭიროა, რათა ცენტრის ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს.
ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსგავსი ზომები მნიშვნელოვნად გაზრდის ქუჩებში უსაფრთხოებას და ბრიუგეს უფრო ეკოლოგიურსა და მოსახერხებელს გახდის მისი მცხოვრებლებისთვის.