LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში “ველო მეგობრულ“ შენობებს განმასხვავებელ ნიშანს მიანიჭებენ

140
thumb_1024x663_bike-friendly-building

ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში დაიწყეს შენობების სერტიფიცირება პარამეტრით – „მოსახერხებელია ველოსიპედისტებისთვის“. განმასხვავებელი ნიშნის მიღებას შეძლებენ შენობა ნაგებობები რომელიც სახელმწიფო საბჭოს ეკუთვნის და სახელმწიფო მოხელეები არიან დასაქმებული. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

ინიციატივის მიზანი – ბარსელონელი ჩინოვნიკების წახალისებაა, რათა სამსახურში ველოსიპედით უფრო ხშირად იარონ.

იმისათვის, რომ საპატიო ნიშანი მიიღოს, შენობა რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

• კომფორტული შესასვლელი ველოსიპედისტებისთვის
• ღია და დახურული პარკინგი ველოსიპედისთვის
• საინფორმაციო დაფები ველომოყვარულთათვის
• ველოსიპედის სერვისისთვის ადგილი
გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა თანამშრომლებს ბონუსები უნდა მისცეს ველოსიპედით გადაადგილებისთვის.

კატალონიის 30-მა მუნიციპალურმა შენობამ სერტიფიკატი უკვე მიიღო, კიდევ 31 შეფასების პროცესშია.