LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის ქუჩებში ტურისტები ცხენებით გასეირნებას ვეღარ შეძლებენ

155
thumb_1024x663_brussels-horse-11zon-1

2024 წლიდან ბრიუსელის ქუჩებში ტურისტებისთვის განკუთვნილი ცხენის ეტლები აღარ იქნება. ამჟამად ქალაქში 3 ცხენი მუშაობს და ყოველწლიურად 15 ათას ვიზიტორს ემსახურება. The Mayor-ის ინფორმაციით, ცხოველებს ელექტრონული ძრავის მქონე ეტლებით ჩაანაცვლებენ.

ცხოველთა გათავისუფლების მოთხოვნით მათი უფლება დამცველები გამოვიდნენ. აქტივისტთა აზრით, ქალაქში ცხოვრება და რთული სამუშაო რეჟიმი ცხენების ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება, მაგალითად, ბევრ მათგანს აქვს სახსრების პრობლემა იმის გამო რომ მთელი დღის განმავლობაში მყარ ზედაპირზე უწევს სირბილი. გზაზე არსებული გამონაბოლქვის გამო კი სასუნთქი გზების დაავადებების გაჩენის მაღალი რისკი არსებობს. გარდა ამისა, ხმაურის დამსახურებით ცხოველები ძალიან აგრესიულებიც ხდებიან.

შეგახსენებთ, რომ ცხენებით გასეირნება 2018 რომში, 2022 წელს – სოფიაში, ხოლო 2023 წელს – პრაღაში და ესპანეთის ყველა ქალაქში აკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები