LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ფესტივალი „ქართული ბუნებრივი ღვინის დღე“ გაიმართა

111
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში ფესტივალი „ქართული ბუნებრივი ღვინის დღე“ გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 7 მწარმოებლის პროდუქცია და მას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ბელგიაში ეს ქართული ღვინის უკვე მესამე წარდგენა იყო. ქართული ღვინო აქამდე მონაწილეობდა ქალაქ ბრიუსელში ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” და ქალაქ ანტვერპენში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „Naturale 2025“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g