LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში მხოლოდ ელექტრო ავტობუსებისთვის განკუთვნილი ხაზი გაჩნდება

47

ბრიუსელში მხოლოდ ელექტრო ავტობუსებისთვის განკუთვნილი მარშრუტი გაჩნდება. პირველი ივნისიდან ბელგიის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ხაზი გაიხსნება და მასზე მხოლოდ ელექტრობუსები იმოძრავებენ. სიახლე შოპინგის მოყვარულებისთვის იქნება განკუთვნილი და ხაზი ერთმანეთთან ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ობიექტებს დააკავშირებს. მარშრუტს 7 ელექტრო ავტობუსი მოემსახურება და თითოეულ მათგანს 42 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ მცირე ზომების დამსახურებით ავტობუსები ბრიუსელის ვიწრო ქუჩებში მანევრირებას საკმაოდ მარტივად შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები