ახლახან, „ცისფერი ლაგუნას“ ვარსკვლავები, ბრუკ შილდსი და კრისტოფერ ატკინსი ონლაინ პოდკასტში იყვნენ მიწვეულნი, სადაც მათ 1980 წელს გამოსული ფილმი გაიხსენებს. 56 წლის ბრუკმა გაამხილა, თუ როგორ იღებდნენ მას შიშველ სცენებში. 61 წლის ატკინსმა კი განაცხადა, რომ ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ, ტანსაცმლის ტარება ძალიან უჭირდა.
„მაშინ 14 წლის ვიყავი, კრისტოფერი კი ჩემზე 4 წლით უფროსი იყო. სხვათა შორის, ჩვენ შორის შესანიშნავი ქიმია იგრძნობოდა, თუმცა ყველაფერი უმწიკვლო იყო. რაც შეეხება შიშველ სცენებს, მე თმა მკერდზე მიკრული მქონდა, რათა ის არ გამოჩენილიყო, თუმცა ისეთი პატარა მკერდი მქონდა, არც კი ვიცი, რას ვმალავდი. ზოგიერთ ეპიზოდში მე დუბლიორი მყავდა“, – იხსენებს შილდსი.