LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე და სოფო ნიჟარაძე წითელ ხალიჩაზე – ახალი კადრები

116

სოფო ნიჟარაძე, სტეფანე, ბუბა კიკაბიძე – ეს ქართველი არტისტები აზრბაიჯანში, კერძოდ, ბაქოში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის სტუმრები არიან. ფესტივალის სახელწოდებაა ЖАРА, სადაც ცნობილი შემსრულებლები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან საკუთარ ჰიტებს წარადგენენ. მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა ვალერი მელაძისა და ლიუბა უსპენსკაიას შემოქმედებითი საღამოები, ხოლო მის სცენაზე წარდგნენ ემინი, ანი ლორაკი, გრირორი ლეპსი, ალბინა ჯანაბაევა და სხვები. მათ შორის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგა სოფო ნიჟარაძეც.

მანამდე კი მან ბუბა კიკაბიძესთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაიარა.სოფომ ვიდეოს ასეთი წარწერა გაუკეთა:

„ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად წითელ ხალიჩაზე სხვა სიამაყით მოაბიჯებ❤⭐ მადლობა მას ამ ემოციისთვის…“

(ფოტო/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები