ბუდაპეშტში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო საზოგადოებრივ შენობად აღიარეს. მუზეუმმა FIABCI World Prix d’Excellence Awards -ის პრემიაზე ოქრო აიღო.
ეთნოგრაფიული მუზეუმი რომელიც ადგილობრივმა არქიტექტორმა მარსელ ფერენცომ დააპროექტა, საზოგადოებისთვის 2022 წელს გაიხსნა. ამჟამად ეს შენობა უნგრეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაგებობად მიიჩნევა. მუზეუმში წარმოდგენილია ინტერაქტიური ექსპონატები და არტეფაქტების დიდი კოლექცია, ხოლო სახურავზე განთავსებული ბაღი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად პოპულარულ ადგილად იქცა.
საინტერესოა, რომ პრემიის იმავე კატეგორიაში ვერცხლიც უნგრულმა შენობამ – უნგრეთის მუსიკის სახლმა აიღო. ეს შენობა 2022 წელს იაპონელი არქიტექტორის სოუ ფუძიმოტოს მიერაა დაპროექტებული.
2023 წელს ჟურნალმა Time ორივე შენობა მსოფლიოს დიდებულ ადგილთა სიაშიც შეიტანა.